Belive

ფერნანდო ტორესი მადრიდის ატლეტიკოში დაბრუნდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადირდის "ატლეტიკოს" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა ყოფილ კლუბში ახალი თანამდებობა დაიკავა. ესპანელი ფორვარდი "როხიბლანკოში" მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და 19-წლამდელთა გუნდთან ერთად იმუშავებს. 37 წლის ფორვარდი, რომელმაც პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა 2 წლის წინ დაასრულა, მშობლიურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტორესი "ატლეტიკოში" 2021 წლის იანვარში პირველად დაბრუნდა და 21-წლამდე გუნდთან მწვრთნელის რანგში მუშაობა დაიწყო, მაგრამ ერთი თვის შემდეგ დაკავებული თანამდებობა დატოვა, რათა უშუალოდ საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებულიყო. ტორესი "ატლეტიკოში" თავდაპირველად 2001-07 წლებში თამაშობდა 2015 წელს კი კლუბში დაბრუნდა და იქ 2018 წლამდე გამოდიოდა. საერთო ჯამში მან დედაქალაქელების მაისურით 351 შეხვედრა ჩაატარა, 121 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ორჯერ ევროპის ჩემპიონატის მომგებმა ფეხბურთელმა "ატლეტიკოსთან" ერთად ევროპის ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

სხვა სტატიები