Belive

ფერან ტორესი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" შეუთანხმდა - 55 მილიონ ევროს სანაცვლოდ ფერან ტორესი კარიერას კატალონიელთა რიგებში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com-ი ადასტურებს. როგორც ცნობილია, ესპანელი ვინგერი "ბარსასთან"  5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფერან ტორესს ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ბევრი შეხვედრა არ ჩაუტარებია. მან პრემიერ ლიგაში 4-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. კონტრაქტში ამოქმედებული პუნქტის მიხედვით, ტორესის ტრანსფერიდან 10%-ს "ვალენსია" მიიღებს. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ესპანელი "სიტიმდე" სწორედ "ღამურების" წევრი იყო. როგორც იცით, "ბარსელონას" ფინანსური პრობლემები ჰქონდა, თუმცა გაყიდული ფეხბურთელებისა და განთავისუფლებული სახელფასო ჭერის შედეგად, გუნდმა ტრანსფერის განხორციელება მოახერხა.

სხვა სტატიები