Belive

ფანები "რიად მაჰრეზის თეორიის" სისწორეში დარწმუნდნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში, "დორტმუნდისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება შედგა.

დორტმუნდში გამართული მატჩი, ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა, რიად მაჰრეზს სტუმარი გუნდის დაწინაურება შეეძლო. მატჩის 58-ე წუთზე, მაჰრეზმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა არაზუსტად შეასრულა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში ფანებმა გააკრიტიკეს.

"მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები "რიად მაჰრეზის თეორიის" სისწორეში დარწმუნდნენ, რომლის თანახმადაც მაჰრეზს გადამწყვეტ მომენტებში გოლის გატანა არ შეუძლია.

  • მაჰრეზის თეორიის სისწორეში დავრწმუნდი. ამ ბიჭს გოლის გატანა არ შეუძლია - მისი სიკვდილ-სიცოცხლის ბედიც რომ წყდებოდეს, ვერ გაიტანს.
  • მაჰრეზის თეორია, შესაძლოა სიმართლეს შეესაბამებოდეს.
  • დიახ, მაჰრეზის თეორია სიმართლეა! ის აუცილებლად გაიტანდა ამ პენალტს, ანგარიში, რომ 3:0 ყოფილიყო.

მაჰრეზთან დაკავშირებით პეპ გვარდიოლამაც ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ფეხბურთელები ძალიან ბევრ თერთმეტმეტრიანს ვერ იტანენ. "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ასევე დასძინა, რომ პენალტის ვერ გატანის მიუხედავად, მაჰრეზის გამბედაობას აფასებს.

სხვა სტატიები