მადრიდის ,,რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ,,სამეფო გუნდის” გულშემატკივარს უთხრა, რომ კილიან მბაპეს მომავალ წელს გაიფორმებს. ინფორმაციას Directo Gol-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ,,რეალისა” და ,,ვილიარეალის” მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდული გუნდის ფანი პერესის მანქანასთან მივიდა და სთხოვა: ,,პრეზიდენტო, გაიფორმეთ მბაპე!” რაზეც ფლორენტინომ უპასუხა: ,,მომავალ წელს!”
2022 წელს მბაპეს ,,პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ,,რეალს” ფრანგის გადაბირება გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა, საბოლოოდ, პარიზელებმა ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვეს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, მომავალ ზაფხულს თავდამსხმელისთვის ბრძოლაში ანჩელოტის გუნდის მთავარი კონკურენტი ,,მანჩესტერ სიტი” იქნება.
😅 Florentino Pérez ha tenido un susto con el coche a la salida del Santiago Bernabéu
⚠️ Un aficionado se ha acercado al vehículo y el presidente blanco le ha dicho que el año que viene vendrá MBAPPÉ
🗣️ Informa @SQuirante
📺 #DirectoGol pic.twitter.com/MibiCwnzj0
— Directo Gol (@DirectoGol) September 25, 2021