Belive

პელე: "წარსულიდან ვერაფერი ვისწავლეთ, უკრაინისთვის ვილოცებ "

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის რესპუბლიკას შორის მიმდინარე საომარ ვითარებას მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, პელე გამოეხმაურა.
"წლები გადის, მაგრამ ბავშვობის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. ტრაგედიებს, რომლებიც უკვე განვიცადეთ, უნდა ესწავლებინა უფრო მშვიდობიანი სამყაროს აშენება. მე მაინც დიდი იმედი და რწმენა მაქვს ღმერთის, მაგრამ გული მტკივა უკრაინაში მომხდარი ამბების გამო. სოლიდარობას ვუგზავნი უკრაინელ ერს. ვლოცულობ, ღმერთს ვთხოვ მშვიდობას, თავისუფლებას და სიყვარულს", - წერს ბრაზილიელი ვეტერანი Instagram-ში.
უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება უკრაინის ტერიტორიაზე უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

სხვა სტატიები