Belive

ოფიციალურად: ლევან შენგელია ბელგიის ჩემპიონატში ითამაშებს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ლევან შენგელია კარიერას ბელგიის ჩემპიონატში გააგრძელებს. 25 წლის მარჯვენა ფლანგელი, რომელიც ბოლოს თურქულ "ქონიასპორში" თამაშობდა, "ლეუვენთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც კიდევ ერთი სეზონით გახანგრლივების პუნქტსაც ითვალისწინებს.
"ლევან შენგელია მარცხენა ფეხით კარგად მოთამაშე ფეხბურთელია, რომელმაც კარგად იცნობს ბელგიის ჩემპიონატს და მისი დამატება უფასოდ შესაძლებელია. ის სამწვრთნელო შტაბს შესთავაზებს დამატებით ვარიანტებს ფლანგზე და შემტევ განყოფილებაში", - თქვა "ლეუვენის" ტექნიკურმა დირექტორმა, ვიმ დე კორტემ.
"დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც 2017-19 წლებში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 25 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბელგიაში აქამდეც თამაშობდა და 2015-17 წლებში "ტუბიძეს" მაისურს ირგებდა, სადაც 40 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.  

სხვა სტატიები