ოფიციალურად: ხოსე პერალესი დინამოში დაბრუნდა 

“დინამო თბილისში” ხოსე პერალესი დაბრუნდა. ესპანელი მეკარის დაბრუნების შესახებ საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ოფიციალურად დაადასტურა.

26 წლის გოლკიპერი, რომელიც წინა სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ეროვნულ ლიგაში თავის პოზიციაზე საუკეთესოდაც კი აღიარეს, გუნდს თურქეთში მიმდინარე შეკრებაზე შეუერთდა.

პერალესი თბილისში დაბრუნების შემდეგ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ, ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

 

ოფიციალურად: ხოსე პერალესი დინამოში დაბრუნდა 

სტატიის ავტორი
-