Belive

ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში ჩატარდება!

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბოლო დღეების განმავლობაში ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი საქნტ-პეტერბურგში აღარ ჩატარდება. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, რუსული ქალაქის ნაცვლად, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალი პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გაიმართება.

"უეფას სურს მადლიერება გამოხატოს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიმართ მისი პირადი მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის, რათა მოგვეცა საშუალება, ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული მატჩი უპრეცედენტო კრიზისის დროს საფრანგეთში გადაგვეტანა. საფრანგეთის მთავრობასთან ერთად, უეფა სრულად დაუჭერს მხარს მრავალ დაინტერესებულ მხარეთა ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს ფეხბურთელებისა და მათი ოჯახების გადარჩენა უკრაინაში, რომლებიც განიცდიან მძიმე ადამიანურ ტანჯვას და ნგრევას. დღევანდელ სხდომაზე უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ასევე გადაწყვიტა, რომ რუსეთისა და უკრაინის კლუბებსა და ეროვნულ გუნდებს, რომლებიც უეფას შეჯიბრებებში მონაწილეობენ, მოეთხოვებათ საშინაო მატჩები ნეიტრალურ სტადიონებზე გამართონ შემდგომ გაფრთხილებამდე. უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ასევე გადაწყვიტა, დარჩეს მზადყოფნაში, რათა მოიწვიოს შემდგომი რიგგარეშე შეხვედრები, რეგულარულად, საჭიროების შემთხვევაში, რათა ხელახლა შეფასდეს სამართლებრივი და ფაქტობრივი ვითარება მისი განვითარების მიხედვით და მიიღოს შემდგომი გადაწყვეტილებები საჭიროებისამებრ", - წერია UEFA-ს ოფიციალურ განცხადებაში.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Pelé (@pele)

უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება უკრაინის ტერიტორიაზე უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

სხვა სტატიები