Belive

ოფიციალურად: არტურო ვიდალი ინტერის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩილეს ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი 33 წლის ფეხბურთელი - არტურო ვიდალი მილანის "ინტერში" გადავიდა. ინფორმაცია "ბარსელონას" ოფიციალურმა "Twitter" გვერდმა დაადასტურა, რომ კატალონიურ და მილანურ კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და 33 წლის ჩილელი კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. "ბარსელონამ" არტურო ვიდალს კლუბში გატარებული პერიოდის გამო მადლობა გადაუხადა და მომავალ კლუბში წარმატებები უსურვა. არტურო ვიდალი კატალონიურ კლუბში 2018 წლიდან ირიცხება. ამ პერიოდში, ჩილელმა 96 მატჩი ჩაატარა და თავი გოლით 11 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სხვა სტატიები