ოფიციალურად: ანტონიო რუდიგერი მადრიდის რეალის ფეხბურთელია

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – ანტონიო რუდიგერი მადრიდის “რეალის” ფეხბურთელია.

ამის შესახებ ინფორმაცია “სამეფო კლუბმა” და თავად ფეხბურთელმა დაადასტურეს, რომელიც ლონდონის “ჩელსის” თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობა.

29 წლის ცენტრალურმა მცველმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გერმანელი ფეხბურთელი “ჩელსიში” 2017 წელს, “რომადან” გადავიდა და 203 მატჩი 12 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მან “არისტოკრატებთან” ერთად ინგლისის ლიგის, თასი ევროპის ლიგა, ცემპიონთა ლიგა ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

 

ოფიციალურად: ანტონიო რუდიგერი მადრიდის რეალის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-