Belive

ნეიმარის მამა: "ბარსელონაში მოლაპარაკებისთვის ჩაფრენას არ ვაპირებ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, ნეიმარის მამის განცხადებით, იგი "ბარსელონაში" ჩაფრენას და კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებას არ გეგმავს. "ბარსელონაში ჩასვლას არ ვაპირებ. ამჟამად ბრაზილიაში ვიმყოფები და აქ მანამდე გავჩერდები, სანამ ჩემს შვილთან ერთად პარიზში არ გავფრინდები," განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში კატალონიურმა გამოცემამ, Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბარსელონამ” ნეიმართან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია. გამოცემის თანახმად, ნეიმარი "ბარსელონაში" ბრუნდებოდა და გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა. თუმცა ნეიმარის მამის სიტყვებით, რომელიც ასევე მისი აგენტია, აღნიშნული შეთანხმება მხოლოდ ჭორს წარმოადგენს.  

სხვა სტატიები