Belive

ნასერ ალ-ჰელაიფი | ფინანსური ინტერესი არ გვაქვს, მბაპე არ იყიდება!

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეო მესის პარიზულ გრანდში გადასვლის შემდეგ, კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე სპეკულაციების ახალი ტალღა აგორდა. გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ფრანგი ვარსკვლავის შეძენით ინტერესდება. მბაპეს ტრანსფერი განსაკუთრებით აქტუალური კიდევ ერთი გარემოების გამო გახდა - "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წელს იწურება, გახანგრძლივების თაობაზე კი მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ჭორების გაქარწყლება და შექმნილი აჟიოტაჟის განეიტრალება "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა სცადა, რომელმაც აღნიშნა, რომ მბაპე არ იყიდება. ნასერ ალ-ჰელაიფის მტკიცებით, პარიზელებს ფინანსური ინტერესი არ აქვთ და მბაპეს არავითარ შემთხვევაში არ გაყიდიან.
"მბაპე "პსჟ"-ს ფეხბურთელია. მან საჯაროდ აღნიშნა, რომ ჩვენთან დარჩენა სურს. მბაპემ განაცხადა, რომ წასვლა არ სურს - შესაბამისად, მისი მომავალი ცნობილია. მას დარჩენა, ჩვენ კი მისი შენარჩუნება გვსურს.
პარიზული გრანდის სატრანსფერო პოლიტიკა მარტივია, თუ ფეხბურთელს გუნდში დარჩენა სურს და იგი გუნდისათვის ღირებულია სატრანსფერო ღირებულებას მნიშვნელობა არ ენიჭება. მუდმივი ინტერესის მიუხედავად, პარიზელები მუდმივად ინარჩუნებდნენ ვარსკვლავებს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. მსგავსი რამ მოხდა ნეიმარის, მარკო ვერატისა და ედინსონ კავანის შემთხვევაში. არაერთი სატრანსფერო შეთავაზების მიუხდავად, ედინსონ კავანიმ და ტიაგო სილვამ "პსჟ" მხოლოდ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს.

სხვა სტატიები