Belive

მოურინიომ განმარტა, თუ რატომ იტირა ლესტერთან მატჩის შემდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UEFA-ს კონფერენს ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "რომა" "ლესტერს" დაუპირისპირდა. რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში, "ჯალოროსიმ" მოწინააღმდეგე 2:1 დაამარცხა და ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჟურნალისტებთან საუბარში, ჟოზე მოურინიომ განმარტა, თუ რატომ იტირა "ლესტერთან" გამართული მატჩის დასრულების შემდეგ და ემოციურობას გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს, "კოპა იტალიას" მოგების შემდეგ, "რომას" პირველად მიეცა მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა - ჟოზე მოურინიო კი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელიც ევროტურნირების ფინალში 4 სხვადასხვა კლუბთან ერთად იასპარეზებს.

ჟოზე მოურინიო: "მე ძალიან ემოციური ვარ. დღეისათვის, კონფერენს ლიგა ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგას უდრის. როდესაც ცხოვრობ რომში, მუშაობ რომში და სუნთქავ რომს, შენ სუნთქავ ამ კლუბს, რადგან "რომა" ქალაქის ერთადერთი ჭეშმარიტი კლუბია". "პირველივე დღიდან მივხვდი, რომ დიდებულ კლუბში ვარ... შესაძლოა ვერ მოვიპოვეთ ბევრი გამარჯვება და არც ისე ბევრ ფინალში მოგვიწია ასპარეზობა, მაგრამ შევძელით კარგი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. შევქმენით გუნდი, რომელსაც შეუძლია პრემიერ ლიგის კლუბის დამარცხება. რა თქმა უნდა, მქონია უფრო დიდებული მომენტები, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ - ჩემთვის მნიშვნელოვანია ხალხი, ფეხბურთელები".

სხვა სტატიები