მოურინიო: "არ არის გამორიცხული ფრანგული კლუბი ჩავიბარო"
5 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი საფრანგეთის ლიგა 1-ში. ეს დიდი გამოცდილება იქნება. ახლა ვტკბები თავისუფლებით და დროს ოჯახსა და მეგობრებს ვუთმობ. სამი თვე, იანვარი, თებერვალი და მარტი დასასვენებლად კარგია, თუმცა შემდგომ უმუშევრად ყოფნა გართულდება. მე თვალს ვადევნებ ყველა იმ ჩემპიონატს, რომელშიც ვმუშაობდი. ვიცი მოთამაშეების ფსიქოლოგია და საფეხბურთო ფილოსოფია. ახლა ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო სხვა ჩემპიონატში მუშაობაა" - განაცხადა მოურინიომ.ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დეკემბერში გაათავისუფლეს. მას შემდგომ მოურინიოს რამდენიმე კლუბს უკავშირებდნენ, თუმცა ჯერჯერობით, პორტუგალიელი სპეცილისტი უგუნდოდ იმყოფება.