Belive

მინი სან სირო - მილანის საგარეო მატჩს 18,000 ფანი დაესწრება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

22 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, სერია A-ს უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, "სასუოლო" "მილანს" დაუპირისპირდება. პარალელურ მატჩში, "ინტერი" "სამპდორიას" უმასპინძლებს. მილანურ გრანდებს შორის სკუდეტოსათვის გაჩაღებულ ბრძოლაში, აღნიშნულ მატჩებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. "სასუოლოსთან" ფეხის დაცდენის შემთხვევაში, "მილანი", რომელიც ამჟამად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, შესაძლოა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ნანატრ ტიტულს დაემშვიდობოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, "მილანის" ფანებმა გუნდისათვის განსაკუთრებული გარემოს შექმნა გადაწყვიტეს - "როსონერის" საგარეო შეხვედრაში 18,000 გულშემატკივარი მიჰყვება. საგულისხმოა ის გარემოება, რომ "სასუოლოს" საშინაო სტადიონი 24,000 გულშემატკივარს იტევს, შესაბამისად მილანელი ფანები აბსოლუტურ უმრავლესობაში იქნებიან.

სხვა სტატიები