Belive

მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ბრაზილიასა და საფრანგეთს მიიჩნევს:

,,ტიტულისთვის ბევრი გუნდი იბრძოლებს, მათ შორის ბრაზილია, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი. დარწმუნებული ვარ, კიდევ ვიღაც დამავიწყდა. მაგრამ, თუ ერთი ან ორი ნაკრები უნდა ავარჩიო, მაშინ ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები ბრაზილია და საფრანგეთი არიან.

საფრანგეთს შეთამაშებული შემადგენლობა ჰყავს. ბოლო ევროპის ჩემპიონატი მათთვის ცუდი იყო, მაგრამ მათ შემადგენლობაში გამორჩეული ფეხბურთელები არიან, რომლებიც ამ მწვრთნელთან დიდი ხანია მუშაობენ. იმავეს ვიტყოდი ბრაზილიაზეც.

მთავარ ფავორიტად ამ ორ გუნდს მივიჩნევ, თუმცა ჩემპიონობისთვის ყველა დიდი ნაკრები იბრძოლებს,'' - განაცხადა მესიმ.

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა საუდის არაბეთთან, მექსიკასთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს.

სკალონის გუნდი პირველ მატჩს 22 ნოემბერს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები