ლეო მესი ხვალ კატალონიის ,,ბარსელონას” სტადიონზე, ,,კამპ ნოუზე” პრესკონფერენციას გამართავს.
არგენტინელი სიტყვით თბილისის დროით 14:00 საათზე გამოვა.
5 აგვისტოს ,,ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი ლეოს ახალ ხელშეკრულებას ლა ლიგაში არსებული შეზღუდვების გამო ვერ უფორმებდა.
დღეს ,,პსჟ-ის” მფლობელის, თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანის ძმამ, ხალიდ ბინ ჰამად ალ თანიმ, ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ მესისა და ,,პარი სენ ჟერმენს” შორის მოლაპარაკებები ოფიციალურად დასრულებულია და ტრანსფერი მალე დადასტურდება.
მესის ,,ბარსელონასთან” არსებული ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. გასულ სეზონში არგენტინელმა კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Lionel Messi will hold a press conference at the Camp Nou at 6 a.m. ET tomorrow 🍿 pic.twitter.com/YgJPewKYBU
— B/R Football (@brfootball) August 7, 2021