Belive

მეორედ ისტორიაში - ბრაზილიის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. სამხრეთ ამერიკელებმა ფინალში ესპანეთის ოლიმპიური ნაკრები დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს და ოქროს მედალს დაეუფლნენ. ბრაზილიელებს მატჩში დაწინაურება 38-ე წუთზე შეეძლოთ, თუმცა რიშარლისონმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ამის მიუხედავად, ჟარდინის გუნდმა პირველ ნახევარში ანგარიში მაინც გახსნა - 47-ე წუთზე თავი კუნიამ გამოიჩინა. მეორე ტაიმში ესპანეთმა შეტევებს უმატა, რასაც შედეგი 61-ე წუთზე მოჰყვა - მიკელ ოიარსაბალმა წონასწორობა აღადგინა და ძირითადი დროის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დამატებით დროში ერთადერთი გოლის გატანა მალკომმა მოახერხა, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებს ზედიზედ მე-2 ოლიმპიადაზე ოქრო გაუნაღდა.

სხვა სტატიები