Belive

მანჩესტერ იუნაიტედმა რუსულ აეროფლოტთან კონტრაქტი შეწყვიტა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, "მანჩესტერ იუნაიტედმა" რუსულ ავიაკომპანია "აეროფლოტთან" £40-მილიონიანი კონტრაქტი შეწყვიტა. ინგლისური კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ: უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ გავაუქმეთ აეროფლოტთან სასპონსორო კონტრაქტი შეწყვეტილია. ვიზიარებთ ჩვენი გულშემატკივრების შეშფოთებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს". "აეროფლოტი" რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2013 წლის შემდეგ თანამშრომლობდა. ორ მხარეს შორის კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე იყო გაფორმებული. ხუშშაბათს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ "აეროფლოტს" ბრიტანეთში ფრენა აეკრძალება. ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ იწყებს ყველაზე მკაცრი სანქციების სერიას, რომელიც "სისხლმოწყურებული" აგრესორის შესაკავებლად იქნება გამოყენებული.

სხვა სტატიები