მამარდაშვილი ბილბაოსთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა | VIDEO

ლა ლიგის 35-ე ტურში ,,ბილბაომ” ,,ვალენსიას” უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

,,ღამურების” ძირითად შემადგენლობაში მე-18 შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა. ქართველმა მეკარემ დღევანდელ მატჩში მეტოქის დარტყმა ხუთჯერ მოიგერია.

მატჩის დასრულების შემდეგ, მამარდაშვილი ლა ლიგამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად (KING OF THE MATCH) დაასახელა (მესამედ სეზონში).

35 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 44 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. ხოსე ბორდალასის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, ,,ბეტისის” წინააღმდეგ გამართავს.


მამარდაშვილი ბილბაოსთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა | VIDEO 1

მამარდაშვილი ბილბაოსთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა | VIDEO

სტატიის ავტორი
-