საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას” მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, Transfermarkt-ი 10 მილიონ ევროდ აფასებს. ქართველი მეკარე ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მეცხრე ადგილს იკავებს.
2021-2022 წლების სეზონის დაწყებამდე, მამარდაშვილის ფასი 800 ათასი ევრო იყო, შესაბამისად, მისმა ღირებულებამ 9.2 მილიონით (1150%-ით) მოიმატა, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგია.
ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე – ტიბო კურტუაა, რომელიც 60 მილიონ ევროდაა შეფასებული, მეორე ადგილს 45 მილიონით იან ობლაკი (ატლეტიკო) იკავებს, მესამეზე კი – მარკ-ანდრე ტერ შტეგენია (ბარსელონა, 30 მილიონი).
მამარდაშვილმა გასულ სეზონში ,,ვალენსიას” მაისურით 21 შეხვედრა ჩაატარა – 21 წლის მეკარემ 22 გოლი გაუშვა, 9-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა.
ლა ლიგის 10 ყველაზე ძვირადღირებული მეკარე:
- ტიბო კურტუა – 60 მილიონი ევრო (რეალი)
- იან ობლაკი – 45 მილიონი ევრო (ატლეტიკო)
- მარკ-ანდრე ტერ შტეგენი – 30 მილიონი ევრო (ბარსელონა)
- უნაი სიმონი – 25 მილიონი ევრო (ბილბაო)
- ალექს რემირო – 22 მილიონი ევრო (სოსიედადი)
- ბონო – 18 მილიონი ევრო (სევილია)
- რუი სილვა – 15 მილიონი ევრო (ბეტისი)
- ლუის მაქსიმიანო – 12 მილიონი ევრო (გრანადა)
- გიორგი მამარდაშვილი – 10 მილიონი ევრო (ვალენსია)
- სერხიო ერერა – 8 მილიონი ევრო (ოსასუნა)