Belive

"მადლობა ლეო, მოგვენატრები" - სერხიო ბუსკეტსის პირველი სიტყვები კაპიტნის რანგში (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერხიო ბუსკეტსმა, რომელიც "ბარსელონას" კაპიტანი გახდა, ტურინის "იუვენტუსთან" ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების (3:0) და ჟოან გამპერის თასის მოგების შემდეგ, გულშემატკივრებისთვის "კამპ ნოუზე" პირველი სიტყვები წარმოთქვა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს, ლეო მესის გუნდიდან წასვლას გამოეხმაურა.
"მე ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბის კაპიტნობა მხვდა წილად. ეს ტიტული აქამდე ისეთ დიდებულ ფეხბურთელებს უტარებიათ, როგორებიც კარლეს პუიოლი, ჩავი, ანდრეს ინიესტა და ლეო მესი იყვნენ. შევეცდები, მათ ნაკვალევს გავყვე. მინდა მცირე დრო, რათა ლეო მესის ღირსებაზე ვისაუბრო. მადლობა, რომ "ბარსელონა" უმაღლეს დონეზე აიყვანე, შექმენი ისტორია და დაამყარე ინდივიდუალური თუ გუნდური რეკორდები. შენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ხარ. ჩვენ ყოველთვის აქ ვიქნებით, მოგვენატრები და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ. დიდი მადლობა, ლეო!", - თქვა 33 წლის ნახევარმცველმა.
ლეო მესიმ 21-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმების შედეგად დატოვა.

სხვა სტატიები