Belive

ლევანდოვსკისთან ერთად ბაიერნი შესაძლოა კიდევ ერთმა ლიდერმა დატოვოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბაიერნმა", შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთი ვარსკვლავი, სერჟ გნაბრი დაკარგოს. 26 წლის გერმანელს ამჟამინდელი კონტრაქტი გუნდთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება კი ვერ ხერხდება. "ბაიერნი" გნაბრის წელიწადში ანაზღაურების სახით 15 მილიონ ევროს ხელფასს სთავაზობს, ფეხბურთელის მოთხოვნა კი - 19 მილიონია. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მოახლოებული ზაფხული "ბაიერნის" ბოლო შანსია, რომ გნაბრი სოლიდურ თანხად გაყიდოს. გარდა ამისა, მიუნხენელებს, დიდი ალბათობით, რობერტ ლევანდოვსკიც დატოვებს. მიმდინარე სეზონში გნაბრიმ "ბაიერნის" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა - სერჟმა 17 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები