ლევან კობიაშვილი: “პრინციპულად მიუღებელი იყო მოედანზე გამოვსულიყავი მაისურით, რომელსაც “გაზპრომის” სახელი ეწერა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს და საინტერესო ისტორიას იხსენებს.

“2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში შალკე 04-ის შემადგენლობაში ვთამაშობდი. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო მოედანზე გამოვსულიყავი მაისურით, რომელსაც რუსული კომპანიის “გაზპრომის” სახელი ეწერა. ამიტომ უარი ვთქვი, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ მეთამაშა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩემი ყოფილი კლუბი უარს ამბობს, მაისურზე ეწეროს რუსული ნავთობმომპოვებელი კომპანიის სახელი.”

ლევან კობიაშვილი: “პრინციპულად მიუღებელი იყო მოედანზე გამოვსულიყავი მაისურით, რომელსაც “გაზპრომის” სახელი ეწერა

სტატიის ავტორი
-