Belive

ლაიფციგი ნკუნკუს სანაცვლოდ იუნაიტედისგან 75 მილიონს ითხოვს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლაიფციგი" ზაფხულში კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერისთვის მზადაა - გერმანულმა კლუბმა ფეხბურთელის ღირებულებაც დაასახელა. როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სამიზნე შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაზე ნკუნკუ იქნება - Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ "წითელ ეშმაკებს" ფრანგი შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ნკუნკუს "ლაიფციგთან" ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში ეწურება. 24 წლის ფეხბურთელი საოცარ სეზონს ატარებს - ყველა ტურნირზე მან 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 22 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ნკუნკუს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია - მას კონგოს მოქალაქეობაც აქვს, თუმცა აფრიკელებს კრისტოფერმა უარი უთხრა.

სხვა სტატიები