Belive

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ბარსელონა ამ ეტაპზე ლევანდოვსკის ვერ იყიდის..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის პრეზიდენტმა - ხავიერ ტებასმა, ცნობილ ესპანურ ახალი ამბების სააგენტო "Europa Press"-სთან ისაუბრა.  ტებასის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა, "ბარსელონა" და კატალონიურ კლუბში რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერი იყო.
"ბარსელონამ" კარგად იცის, თუ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ლევანდოვსკი იყიდონ. მათ მშვენივრად იციან ჩვენი ეკონომიკური კონტროლის წესები და რასაც ისინი ცდილობენ, ეს არის მთავარი ეკონომიკური პრობლემის თავიდან აცილება. არ ვიცი ისინი გაყიდიან დე იონს, პედრის თუ სხვა ფეხბურთელებს, თუმცა მათ მეტი აქტივები უნდა გაყიდონ იმისათვის, რომ ტრანსფერების გაკეთება შეძლონ.  კატალონიურ გრანდს, ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ვალი და ზარალი ჰქონდა, ახლა მთავარია, რომ მათ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესონ, ისე როგორც წლების წინ მადრიდის "რეალმა" გააკეთა.  თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ასეთი ეკონომიკური მდგომარეობით, ისინი ვერ შეძლებენ რობერტ ლევანდოვსკის შეძენას".
ხავიერ ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტის თანამდებობას 2013 წლის 26 აპრილიდან იკავებს.

სხვა სტატიები