Belive

"ლა ლიგაში პირველი მეკარე ის უნდა იყოს" - რას წერს ესპანური პრესა მამარდაშვილზე?

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"ვალენსიას" ქართველმა ახალწვეულმა, გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც ესპანურ კლუბში მეორე გუნდის მეკარედ წავიდა, მთავარ შემაგენლობასთან ადაპტაცია, პირველი ნაბიჯების გადადგმა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა კარგად მოახერხა. მან უკვე "ღამურების" რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის "მილანთან" პენალტების სერიაში მოგებულ (1:0) შეხვედრაში და ტარონხას თასის მოგებაც შეძლო. ამ კარგი პერიოდის შემდეგ, ესპანურ პრესაში გაჩნდა ვერსია, რომ საქართველოს ნაკრების 20 წლის გოლკიპერმა იასპერ სილესენის ტრავმისა და არყოფნის პერიოდში, ოფიციალურ მატჩებშიც თავის პოზიციაზე პირველი არჩევანის უფლება უნდა მოიპოვოს.
"წინასასეზონო პერიოდი მეკარის პოზიციის ირგვლივ დიდი კამათით დაიწყო, თუმცა აშკარა ფავორიტი ნიდერლანდელი სილესენი იყო. ძალიან ცოტა იყო აღფრთოვანებული მამარდაშვილის, თითქმის უცნობი ქართველი მეკარის გასაკვირი ტრანსფერით, რომელიც ამ სეზონში მიზნად სარეზერვო გუნდთან ერთად თამაშს ისახავდა, პირველ გუნდს კი ოთხი მეკარე ჰყავდა და მამარდაშვილი მათგან უკანასკნელი იყო. მაგრამ გავიდა დღეები და გარემოებები დაეხმარა ქართველს რომ თავი წარმოეჩინა, სილესენისა და ჟუამე დაზიანებებმა საშუალება მისცა მას მოედანზე გატარებული წუთებით დატკბობისა და მამარდაშვილმა ეს შანსი არ გაანიავა სილესენი ბორდალასის ნდობით კვლავაც სარგებლობს, მაგრამ სიტუაცია ამ მომენტში ნათელია: მეკარე, რომელიც ლა ლიგის ლიგის სტარტზე საუკეთესო პოზიციაში იქნება, არის მამარდაშვილი და ბოლო პერიოდის მოულოდნელობების გათვალისწინებით, ქართველი როგორც ძირითადი შემადგენლობის წევრი ისე დაიწყებს. ის ამას გააკეთებს იმიტომ, რომ მან უფრო მეტად დაარწმუნა მწვრთნელი საკუთარ შესაძლებლობებში, ვიდრე რივერომ და სილესენის დაბრუნებამდე ის პირველი მეკარე იქნება. https://www.live.ge/fexburti/super-matchi-giorgi-mamardashvilis-qhvela-momenti-milanis-tsinaaghmdeg-video/ აშკარაა, რომ ჟუამე დომენეჩი ტოვებს კანდიდატთა შორის ლიდერის პოზიციას, პირველ რიგში მისი უთამაშებლობის გამო და ასევე იმიტომ, რომ დანარჩენი მეკარეები ბევრად მეტს ამტკიცებენ. მამარდაშვილი "ვალენსიაში" უნდა დარჩეს, ამაში ეჭვის შეტანა არ ღირს. ეს მონაწილეობს ოფიციალურ კონკურსში, სადაც იგი ვალდებულია შესთავაზოს თავისი საუკეთესო სახე და დაადასტუროს კარგი თვისებები, მაგრამ მისი წარმოდგენა არ შეიძლება იყოს უფრო პოზიტიური. "მილანის" წინააღმდეგ მას "მესტალიაზე​დებიუტი ჰქონდა და არცერთი წუთით უნერვიულია. მართლაც, მან გადაარჩინა გუნდი მეორე ტაიმში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას აქვს მისაღებ პირობებზე მეტი, რომ იყოს გუნდში, მამარდაშვილი ერთ-ერთი გამორჩეულია წინასასეზონო პერიოდში", - წერს deportevalenciano.com-ი. https://www.live.ge/video-mimokhilvebi/mamardashvilis-saotsari-seivi-milanthan-video/
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" "დინამო თბილისიდან" იჯარის წესით გადაბარგდა და ესპანელებს სეზონის ბოლოს ერთ მილიონ ევროდ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლებათ.

სხვა სტატიები