რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სერია ა-ს 33 ტურის მატჩები. ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივი “იუვენტუსი” “ფიორენტინას” დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით იუვენტუსი სერია ა-ს ტიტულს ზედიზედ მერვედ დაეუფლა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა კრიშტიანუ რონალდუს კითხვა დაუსვა, აქვს თუ არა გადაწყვეტილი პორტუგალიელს, დარჩება თუ არა იგი ტურინულ კლუბში. ამ კითხვაზე კრიშტიანუ რონალდუმ შემდეგი პასუხი გასცა: ” მე ვრჩები “იუვენტუსში” შემდეგ სეზონშიც, დარწმუნებული ვარ 1000% პროცენტით.”
Cristiano Ronaldo: “I will stay to #Juventus next season for sure, 1000%” 🇵🇹✔️
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 20, 2019