Belive

კლოპი: "ჰენდერსონისთვის ეს სეზონი დასრულებულია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" კაპიტნისთვის, ჯორდან ჰენდერსონისთვის, ეს სეზონი დასრულებულია: ბრაიტონთან გამარჯვებისას, ინგლისელმა ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა. იურგენ კლოპმა ჰენდერსონი თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაიყვანა. ივ ბისუმასთან შეჯახებისას, "ლივერპულის" კაპიტანმა მუხლი დაიზიანა, თუმცა კლოპის განცხადებით, ჰენდერსონს ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება.
"ძალიან ცუდი ამბავი მაქვს, მაგრამ ყველაფერი კიდევ უარესად შეიძლებოდა ყოფილიყო - ჰენდერსონს ოპერაცია არ ჩაუტარდება. ტრავმის შემდეგ, მას სათამაშო ფორმის მალე აღდგენა ახასიათებს - ეს კი ჩემთვის იმედისმომცემია. "ჰენდო" ნამდვილი ცხოველია - ის მუდამ იბრძვის და ჩემი ვარაუდით, მომავალი სეზონის დასაწყისისთვის მწყობრში იქნება", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას, "ლივერპული" 92 ქულით იკავებს. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა კლოპის შეგირდები "მანჩესტერ სიტის" რეკორდის მოხსნას და 100 ქულაზე მეტის მოგროვებას.  

სხვა სტატიები