Belive

კეისუკე ჰონდამ პოტუგალიულ კლუბთან კონტრაქტი გაფორმებიდან 5 დღეში გაწყვიტა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იაპონელ ფეხბურთელს კეისუკე ჰონდას პორტუგალიულ კლუბ "პორტიმონენსესთან" კონტრაქტის გაწყვეტა გაფორმებიდან 5 დღეში მოუწია. 34 წლის გამთამაშებელმა, რომელსაც 17-წლიანი კარიერის განმავლობაში ნათამაშები აქვს "მილანის" "ცსკა"-სა და "ბოტაფოგოს" შემადგენლობაში, პორტუგალიულ კლუბთან 6-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. თუმცა გაირკვა, რომ "პორტიმონენსემ" იაპონელი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში დარეგისტრირება ვერ შეძლო, რადგან პორტუგალიაში თავისუფალი აგენტი, რომელსაც კლუბი სატრანსფერო ფანჯრის შემდგომ იმატებს, გუნდის გარეშე ოქტომბრის თვიდან მოყოლებული უნდა ყოფილიყო. ხოლო ჰონდასა და ბრაზილიულ კლუბ "ბოტაფოგოს" შორის კონტრაქტი დეკემბერში შეწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰონდას რეგისტრაცია პორტუგალიის ჩემპიონატში ასპარეზობისთვის შეუძლებელი იყო.   იაპონელი ფეხბურთელისთვის აღნიშნულ ტრანსფერს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან UOL-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰონდამ ბრონირებული, ტყვიაგაუმტარი ავტომობილი და დამატებითი დაცვა მოითხოვა, მანამ, სანამ რიო-დე-ჟანეიროში იმყოფება.    

სხვა სტატიები