ივან პერიშიჩი ტოტენჰემის ფეხბურთელია

,,ინტერის” ყოფილი ნახევარმცველი, ივან პერიშიჩი კარიერას ,,ტოტენჰემში” გააგრძელებს. ინფორმაციას ლონდონური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ფეხბურთელმა ,,დეზებთან” ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 33 წლის შემტევი ახალ კლუბს პირველ ივლისს შეუერთდება, როცა ,,ინტერთან” კონტრაქტი ამოიწურება.

პერიშიჩი ,,ინტერში” 2015 წელს ,,ვოფლსბურგიდან” გადავიდა. გასული სეზონი ხორვატმა ,,ნერაძურის” მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.


ივან პერიშიჩი ტოტენჰემის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-