Belive

იურგენ კლოპმა პეპ გვარდიოლას თამამ განცხადებას უპასუხა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, “მანჩესტერ სიტის” ხელმზრვანელის, პეპ გვარდიოლას თამამ განცხადებას უპასუხა – ესპანელმა სპეციალისტმა მერსისაიდული კლუბი ბოლო წლებში თავის ყველაზე დიდ მეტოქედ დაასახელა და თქვა, რომ მათთან მეტოქეობა ისეთივე არაკომფორტულია, როგორც “ტკივილი უკანალში”.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ყოველთვის ახლოს ვართ იმ გუნდებთან, რომლებიც ტიტულისთვის იბრძვიან. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, რომ საქმეები სწორი მიმართულებით მიდის.

ბოლო ოთხი სეზონიდან თითოეულში ჩვენ მუდმივად გვქონდა გარკვეული პრობლემები და სირთულეები, რამაც რბოლა კიდევ უფრო გიჟური გახადა.

ამ პერიოდში “ლივერპულმა” და “სიტიმ” რაღაც განსაკუთრებული გააკეთეს – თითოეულმა თავისებურად. უნდა ვაღიარო, მეტოქის მიმართ მთელი პატივისცემით ვარ განწყობილი, რასაც “სიტი” აკეთებს წარმოუდგენელია.

მე ვფიქრობ, რომ კონკურენცია არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც გვაიძულებს წინსვლას. Win - the #1 slots site clickmiamibeach.com for fun and free slots games. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობენ ისეთი გუნდები, როგორებიცაა “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, ლონდონის “არსენალი” და “ტოტენჰემი”.

ჩვენ უშუალოდ გვარდიოლას გუნდს ვეჯიბრებით, რომელიც მუდმივად საჭირო დაძაბულობაში გვყავს. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება რაიმე სისუსტე მაინც გამოვავლინოთ, რადგან მოწინააღმდეგეები მაშინვე გამოჩნდებიან, რათა ისარგებლონ თქვენი არასწორი მოქმედებით.

ვფიქრობ, ის, რაც პეპმა თქვა უკანალის ტკივილზე, არის საუკეთესო აღწერა იმისა, რაც ხდება. თუმცა, ეს ასეც უნდა იყოს.

“ლივერპული” ნამდვილად ცდილობს სიტისთვის რაც შეიძლება მეტად გამაღიზიანებელი იყოს. გვექნება თუ არა მათი გასწრების შანსი? არ ვიცი, მაგრამ თუ ეს მოხდება, ისინი ამით სარგებლობის საშუალებას დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვცემენ”, – თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ სიტის” 26 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 63 ქულა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს, ხოლო “ლივერპულს” 3 ქულით და 1 მატჩით ნაკლები აქვს.

 

სხვა სტატიები