Belive

იურგენ კლოპმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს დაწყებული ისტორია, კიდევ 4 წლით გაგრძელდება. იურგენ კლოპმა მერსისაიდულ გრანდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - გახანგრძლივებული კონტრაქტის თანახმად, გერმანელი სპეციალისტი "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 2026 წლამდე დარჩება. 54 წლის კლოპსა და მის სამწვრთნელო შტაბს მოქმედი კონტრაქტის თანახმად, "ლივერპულთან" კიდევ 2 წელი აკავშირებდა, თუმცა მერსისაიდულ გრანდში წარმატებული მოღვაწეობიდან გამომდინარე, კლუბის მესვეურებმა კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. 2015 წლის 8 ოქტომბერს, მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, კლოპის გაწვთრნილმა "ლივერპულმა" გამართული მატჩების 61.4% მოიგო. აღსანიშნავია, რომ ეს კლოპისათვის საუკეთესო მაჩვენებელია  ("მაინცი" 40.4%, "დორტმუნდი" 56.2%) კლოპის მეთაურობით, "ლივერპული" პრემიერ ლიგის ნანატრ ტიტულს დაეუფლა - მერსისაიდელებმა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის, სუპერთასის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისა და ასოციაციის თასის ტრიუმფით დასრულებაც შეძლეს. შეგახსენებთ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ნახევარფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში, "ლივერპულმა" "ვილიარეალი" 2:0 დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად უდიდესი ნაბიჯი გადადგა.  

სხვა სტატიები