Belive

იტალიელი ექსპერტი: "ვიცი ამის გამო მომკლავენ, მაგრამ კვარასავით თვით მარადონასაც კი არ დაუწყია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გამოცდილმა იტალიელმა საფეხბურთო ჟურნალისტმა და ექსპერტმა, უმბერტო კიარიელომ "ნაპოლისა" და "ბოლონიას" მატჩის შემდეგ, რომელშიც ნეაპოლელებმა - 3:2 იმარჯვეს და რომლის საუკეთესო ფეხბურთელიც ხვიჩა კვარაცხელია იყო, ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

კიარიელომ 21 წლის ამომავალი ვარსკვლავის გამორჩეულად კარგ სეზონის დასაწყისს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ასეთი კარგი სტარტი თვით დიეგო მარადონასაც კი არ ჰქონია.

"ახლა ერთი რამ უნდა ვთქვა და შეგუებული ვარ, რომ ამის გამო მომკლავენ. ისეთი შთამბეჭდავი სტარტი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიას აქვს, თვით დიეგო მარადონასაც არ ჰქონია. ვგულისხმობ, რომ ასე მოკლე დროში ის გუნდის ლიდერი არ გამხდარა.

მინდა, რომ უკეთ განვმარტო რას ვგულისხმობ: არ ვამბობ, რომ კვარა მარადონაზე ძლიერი ფეხბურთელია, არა, არგენტინელი ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე იყო, უბრალოდ სტატისტიკური კომპონენტების კუთხით ასე კარგად მასაც კი არ დაუწყია.

სტატისტიკური კუთხით, ქართველი ფეხბურთელის გავლენა უფრო დამანგრეველია, ვიდრე ეს დიეგოს შემთხვევაში იყო", - თქვა კიარიელომ.

"ბოლონიასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო. საქართველოს ნაკრების ლიდერმა შეხვედრაში სრულად ითამაშა, საგოლე პასი გააკეთა და ყველაზე მაღალი შეფასება – 8.3 დაიმსახურა.

მიმდინარე სეზონში, “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში კვარას აქტივში უკვე 14 მატჩში გატანილი 7 გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები