Belive

"ის გიგანტია" - ტენ ჰაგის კომენტარი კრიშტიანუ რონალდუს შესახებ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი მთავარი მწვრთნელი - ერიკ ტენ ჰაგი დუმილს არღვევს და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ნიდერლანდელი სპეციალისტი, რონალდუს გიგანტად მოიხსენიებს, რომელიც "წითელი ეშმაკებისათვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. "მანჩესტერ იუნაიტედში" კვლავ დაბრუნების შემდეგ, 37 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, 38 შეხვედრაში 24 გოლის გატანა შეძლო. რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერად ჩამოყალიბდა, თუმცა პრემიერ ლიგის გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულს მიღმა დარჩა, რის გამოც რონალდუს მომავლის შესახებ სპეკულაციების ტალღა აგორდა. რონალდუს ბრწყინვალე სტატისტიკსი მიუხედავად, არაერთმა საფეხბურთო მიმომხილველმა აღნიშნა, რომ შესაძლოა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ტენ ჰაგის სამომავლო გეგმებში არ შედიოდეს. სპეკულაციების მიუხედავად, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2025 წლამდე დარჩება - მკაფიო მინიშნება გააკეთა. ერიკ ტენ ჰაგი: "ხვალიდან ფოკუსირებას "მანჩესტერ იუნაიტედზე" მოვახდენ, რა თქმა უნდა, ყველაფერში საფუძვლიანად გავერკვევი. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სიტუაცია დეტალურ ანალიზსს მოითხოვს. გუნდის წევრებთა აქტიურად უნდა ვიმუშაო, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, "მანჩესტერ იუნაიტედში" უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი ასპარეზობს, თუმცა განსაკუთებით რონალდუ, ის გიგანტია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მათ გუნდურად იმოქმედონ".  

სხვა სტატიები