Belive

ინტერესი გერმანიიდან: გურამ გიორბელიძის დამატება მეორე ბუნდესლიგის გუნდს სურს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, გურამ გიორბელიძე შესაძლოა სათამაშოდ გერმანიაში გადაბარგდეს. ქართველი ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერის შესახებ გერმანული და ავსტრიული გამოცემები წერენ. krone.at-ის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს დრეზდენის "დინამოში" გადასვლა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ავსტრიელმა ცენტრალურმა მცველმა, მიხაელ შოლბაუერმა შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმთან", გიორბელიძე "ვოლფსბერგერის" განაცხადში არ ყოფილა, მისმა გუნდმა კი - 1:4 წააგო. ბოლნისის "სიონის" და გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელი "ვოლფსბერგერში" 2020 წლის 27 ივლისს გადაბარგდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით 23 შეხვედრის ჩატარება მოახერხა, მათ შორის ევროპის ლიგის 1/16-ფინალში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.

სხვა სტატიები