ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებით, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ინგლისის ნაკრები უახლოეს მომავალში რუსეთის წინააღმდეგ არ ითამაშებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეროვნული ნაკრების გარდა, გადაწყვეტილება შეეხება ასაკობრივ გუნდებსა და პარაფეხბურთსაც.
დღეს რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს ფიფასგან რუსეთის სახელით თამაში აეკრძალა, გარდა ამისა, მათი ქვეყნის ტერიტორიაზე არცერთი საერთაშორისო მატჩი არ გაიმართება.
ფიფას გადაწყვეტილებამდე, ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის ფეხბურთის ფედერაციებმა განაცხადეს, რომ მათი ნაკრებები რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფში თამაშს არ აპირებენ.
England will not play any international matches against Russia at any level following the invasion of Ukraine, the Football Association has said.
— BBC Sport (@BBCSport) February 27, 2022