Belive

ჰოლანდმა მანჩესტერ სიტის თითქმის საუკუნოვანი რეკორდი გააუმჯობესა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტისა" და "ლაიფციგის" დაპირისპირება შედგა. მანჩესტერში, "ეტიჰადზე" გამართული უხვგოლიანი თრილერი "ქალაქელთა" გამარჯვებით, 7:0 დასრულდა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა და გამანადგურებელი ანგარიშით (7:0) დაამარცხა - ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედად კი ერლინგ ჰოლანდი მოგვევლინა, რომელმაც პენტატრიკი გაიფორმა და ორი რეკორდი დაამყარა.

1) ჰოლანდი გახდა "სიტის" ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი, რომელმაც სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.

2) ჰოლანდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 30+ გოლის გატანა შეძლო.



"ლაიფციგთან" გატანილი 5 გოლის შემდეგ, ერლინგ ჰოლანდმა "მანჩესტერ სიტის" რეკორდი გააუმჯობესა, რომლის გაუმჯობესებაც თითქმის ასი წლის განმავლობაში "ქალაქელთა" ვერცერთმა ვარსკვლავმა შეძლო.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჰოლანდს 39 გატანილი გოლი დაუგროვდა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. მანამდე "სიტის" ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ტომი ჯონსონი გახლდათ, რომელმაც 1929 წლის სეზონში 38 გოლის გატანა შეძლო.

22 წლის ნორვეგიელს ჩემპიონთა ლიგაზე სულ 33 გოლი დაუგროვდა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მინიმუმ 30 გოლის გატანა შეძლო. ერლინგმა ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელის, კილიან მბაპეს, რეკორდი გააუმჯობესა.

სხვა სტატიები