ჰანოვერის ფეხბურთელის კურიოზული 10 წუთი ბაიერნის წინააღმდეგ

4 მაისს ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მიუნხენში, კერძოდ კი ბაიერნის სტადიონზე – ალიანც არენაზე გაიმართა. “ბაიერნმა” “ჰანოვერს” უმასპინძლა და 3:1 მოუგო.

მატჩის მიმდინარეობისას ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცა “ჰანოვერის” თავდამსხმელმა – ჯონათასმა, რომელიც მოედანზე 45-ე წუთზე შემოვიდა, 51-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გაიტანა, 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 55-ე წუთზე მას მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

ჰანოვერის ფეხბურთელის კურიოზული 10 წუთი ბაიერნის წინააღმდეგ

სტატიის ავტორი
-