Belive

მანჩესტერულმა კლუბმა დაადასტურა - ერლინგ ჰოლანდი სიტის ფეხბურთელია!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის ,,ბორუსიას” თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი კარიერას ,,მანჩესტერ სიტიში” გააგრძელებს. ინფორმაციას მანჩესტერული კლუბი სოციალურ ქსელში ადასტურებს.

ვადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლუბმა მიაღწია შეთანხმებას ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის თაობაზე. 2022 წლის 1 ივლისიდან, ნორვეგიელი ფეხბურთელი მანჩესტერ "სიტიში" ჩაირიცხება. 
21 წლის ფეხბურთელი ,,სიტისთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს და კვირაში ხელფასის სახით 440 ათას ევროს მიიღებს.ჰოლანდი ,,დორტმუნდში” 2020 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელის ანგარიშზე გერმანული კლუბის მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში 28 გოლი და 8 ასისტია.

სხვა სტატიები