ლა ლიგის 26-ე ტურში ,,მალიორკა” ,,ვალენსიას” უმასპინძლებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
,,ღამურების” ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი.
მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა ,,ვალენსიას” მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა. 21 წლის მეკარემ ბოლოს ერთი კვირის წინ, ,,ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა.
25 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია” 30 ქულით სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა.
⚽STARTING XI🆚@RCD_Mallorca#RCDMallorcaValencia 🔴🦇#VCFDNA 🧬 pic.twitter.com/qSESPcXxko
— Valencia CF (@valenciacf_en) February 26, 2022