Belive

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდშია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონი დასრულდა. გასულ სეზონში ტიტული "პორტუმ" მოიპოვა, ხოლო უმაღლეს ლიგას "პორტიმომენსე" და "ავეში" დაემშვიდობნენ. პრიმეირა ლიგის ბოლო ტურში გიორგი მაკარიძის "სეტუბალმა" შინ "ბელენენსეში" 2:0 დაამარცხა და ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა. ქართველმა მეკარემ სეზონში მე-13 მშრალი მატჩი ჩაატარა, რითაც პორტუგალიის ჩემპიონატში მე-3 საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. გიორგი მაკარიძე არაერთმა გამოცემამ პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 2019/20 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

სხვა სტატიები