Belive

გიორგი აბურჯანია: "მარტივი მეტოქე აღარ არსებობს, გიბრალტართან მატჩს კონცენტრირებულები ვხვდებით"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის გათამაშებას საქართველოს ნაკრები გიბრალტარის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ “დინამო არენაზე” 2 ივნისს ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ კომენტარი გააკეთა.
"მე ვარ საქართველო" - ძალიან კარგი სლოგანია - ეს ნიშნავს რომ ყველანი, ფეხბურთელიც და გულშემატკივარიც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად რებრენდინგი ქართული ფეხბურთისთვის პოზიტიური სიახლეა. თანამედროვე ფეხბურთში ადვილი მატჩები აღარ არსებობს და სწორედ ამიტომ, მთელს კონცენტრაციას გიბრალტართან შეხვედრაზე ვაკეთებთ და ბულგარეთთან დაპირისპირებაზე ჯერ არ ვფიქრობთ. ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაში ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, მთელი გუნდი ამ მხრივ მოტივირებულია", - თქვა გიორგი აბურჯანიამ.
მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები