Belive

FIFA და EA Sports-ი თანამშრომლობას წყვეტენ - თამაშს ახალი სახელი ექნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

EA Sports-სა და FIFA-ს შორის არსებული თითქმის 30-წლიანი პარტნიორობა FIFA 23-ით დასრულდება. ინფორმაცია სათამაშო ინდუსტრიის ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა. დღეს ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო ვიდეოთამაშის ახალი სახელწოდება EA Sports FC იქნება და პირველი ნაწილი 2023 წელს გამოვა.

,,მომავალ წელს EA Sports FC ფეხბურთის მომავალი გახდება. ჩვენს 300-ზე მეტ ლიცენზირებულ პარტნიორთან ერთად, მზად ვართ, გლობალური ფეხბურთის გამოცდილება ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ. ყველაფერი, რაც ჩვენს თამაშში მოგწონთ, EA Sports FC-ში გაერთიანებული იქნება - იგივე შესანიშნავი გამოცდილებები, რეჟიმები, ლიგები, ტურნირები, კლუბები, ვოლტა და ა.შ. ეს ახალი დამოუკიდებელი პლატფორმა განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს,'' - განაცხადა EA Sports-ის ვიცეპრეზიდენტმა, კამ ვებერმა.
EA Sports-ი და FIFA ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ, რამაც კონტრაქტის გაწყვეტა გამოიწვია. 2013-წლიდან 2022 წლამდე EA Sports-მა FIFA-ს 800 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა, ახლა კი ფიფა ვიდეოთამაშების კომპანიისგან ამავე თანხას 4 წელიწადში ითხოვდა.

სხვა სტატიები