Belive

ევრო 2020-ის ჯგუფები ცნობილია - საქართველოს პოტენციური მეტოქეები

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. კონტინენტის 20 საუკეთესო ქვეყანა A, B, C, D, E და F ჯგუფებში გადანაწილდა. მათ ერთა ლიგის 4 გამარჯვებული დაემატებათ. შეგახსენებთ, რომ მომდევნო წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატს 12 ქვეყანა უმასპინძლებს: აზერბაიჯანი, დანია, ინგლისი, გერმანია, უნგრეთი, ჰოლანდია, იტალია, ირლანდია, რუმინეთი, რუსეთი, შოტლანდია, ესპანეთი.

კენჭისყრის შედეგები ასეთია:  A ჯგუფი (ბაქო და რომი): იტალია, შვეიცარია, თურქეთი, უელსი B ჯგუფი (სანქტ-პეტერბურგი და კოპენჰაგენი): დანია, ბელგია, რუსეთი, ფინეთი C ჯგუფი (ამსტერდამი და ბუქარესტი): უკრაინა, ჰოლანდია, ავსტრია და ერთა ლიგის D ჯგუფის გამარჯვებული (საქართველო, კოსოვო, ბელარუსი მაკედონია) D ჯგუფი (ლონდონი და გლაზგო): ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი და ერთა ლიგის C ჯგუფის გამარჯვებული E ჯგუფი (ბილბაო და დუბლინი): ესპანეთი, პოლონეთი, შვედეთი, ერთა ლიგის B ჯგუფის გამარჯვებული F ჯგუფი (მიუნხენი და ბუდაპეშტი): პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი და ერთა ლიგის A ჯგუფის გამარჯვებული როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს შეხვდება. ტურნირის მოგების შემთხვევაში "ჯვაროსნები" სწორედ C ჯგუფში, ჰოლანდიასთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან ერთად ითამაშებენ. რიგით მე-16 ევროპის ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს, რომში აიღებს და 14 ივლისამდე გაგრძელდება. გახსნითი მატჩი იტალიასა და თურქეთს შორის გაიმართება.  

სხვა სტატიები