კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ლეო მესი ,,პარი სენ ჟერმენში” გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლეო ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმებას დღეს საღამოს ან ხვალ დილით გაივლის.
ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ არგენტინელი, რომელიც პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 50 მილიონ ევროს მიიღებს.
5 აგვისტოს ,,ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კატალონიელები ლეოს ახალ კონტრაქტს ლა ლიგაში არსებული შეზღუდვების გამო ვერ უფორმებდნენ.
მესის ,,ბარსელონასთან” არსებული ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. გასულ სეზონში არგენტინელმა ,,ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.
BREAKING: Lionel Messi to PSG is DONE!
He will have his medical tonight or tomorrow morning in Paris before signing his contract sources have told @LaurensJulien ✍️ pic.twitter.com/eNb2cWOp3Z
— ESPN FC (@ESPNFC) August 8, 2021