Belive

ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. გასული კვირა საქართველოს საფეხბურთო პირველობაზე გამორჩეული რამდენიმე ფაქტით გახლდათ. მეოთხე ტურის შედეგები: ბათუმის "დინამო" - "საბურთალო" 1:1 "დინამო თბილისი" - "ლოკომოტივი" 4:0 "თელავი" - "სამტრედია" 3:1 "ჩიხურა" - "დილა" 0:2 "მერანი" - "ტორპედო" 0:2 სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ:
მეოთხე ტურის დასრულების შემდეგ იმ 11 ფეხბურთელისგან დაკომპლექტებულ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მეკარე: ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო"). მცველები: თორნიკე ძოწენიძე, ილია ბერიაშვილი ( ორივე "თელავი"), დავით კობოური ("დინამო თბილისი"). ნახევარმცველები: რაფაელ ჩუკურა ("თელავი"), გიორგი კუცია ("დინამო თბილისი"), ჯამბულ ჯიღაური (ბათუმის "დინამო"), ლევან ნონიკაშვილი ("საბურთალო"). თავდამსხმელები: ვიტორ პერნამბუკო ("დინამო თბილისი"), მიკოლა კოვტალიუკი ("დილა"), ნიჯატ ყურბანოვი ("სამტრედია"). მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი ("დინამო თბილისი").

სხვა სტატიები