“დინამო არენაზე”, საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებების მატჩში, ერთა ლიგის სათამაშო დღის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა.
C ლიგის პირველ შეხვედრას თბილისში 44 000-მდე ადამიანი დაესწრო, რაც გუშინდელ მატჩებს შორის რეკორდული იყო. საქართველოს შემდეგ, ყველაზე მეტი გულშემატკივარი სტადიონზე ესპანეთისა და პორტუგალიის შეხვედრაზე (41 500) მივიდა.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდმა შინ გიბრალტარი 4:0 ხვიჩა კვარაცხელიას, გურამ კაშიას, გიორგი მიქაუტაძისა და ვაკო ყაზაიშვილის გოლებით დაამარცხა.
შემდეგ შეხვედრას საქართველო 5 ივნისს სტუმრად, ბულგარეთთან გამართავს.