Belive

დიდი გამოცდა მამარდაშვილს - გიორგი მილანთან სასტარტო შემადგენლობაშია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მამარდაშვილი დღეს "მილანთან" მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს. "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა გადაწყვიტა, რომ 20 წლის ქართველ მეკარეს ამხანაგურ მატჩში კიდევ ერთი შანსი მისცეს. მამარდაშვილი, რომელიც ესპანურ კლუბს სულ ცოტა ხნის წინ, "დინამო თბილისიდან" იჯარით შეუერთდა, შესანიშნავად გამოიყურება. განვლილი მატჩების დამაჯერებლად ჩატარების გამო, "ვალენსიამ" გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა ქართველი მთავარ გუნდში ათამაშოს. "ვალენსიასა" და "მილანს" შორის შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები