ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მცველმა, მატეის დე ლიხტმა, ავსტრიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტთან საუბრისას, შეცდომა დაუშვა:
დე ლიხტი – ავსტრიელებთან მატჩში გრძელი გადაცემებით თამაში მოგვიწია. ჩემთვის, როგორც ,,აიაქსის” ფეხბურთელისთვის, ამის გაკეთება უჩვეულოა.
ჟურნალისტი – კი მაგრამ, თქვენ ხომ ,,იუვენტუსში” თამაშობთ?!
დე ლიხტი – დიახ, რა თქმა უნდა, ვიგულისხმე, რომ ,,აიაქსის” ყოფილი ფეხბურთელი ვარ.
დე ლიხტი ამსტერდამის ,,აიაქსიდან” ტურინის ,,იუვენტუსში” 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. ,,ბებერმა ქალბატონებმა” მცველის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გადაიხადეს.
